Flexo Labels

ტექნოლოგიები

- ტექნოლოგიები. ჩვენთან, პროდუქცია მზადდება მაღალტექნოლოგიური და მრავალსექციური უნიკალური კომპლექტაციის, პრემიუმ კლასის შვეიცარულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა მოწინავე ქვეყნების წარმოების დანადგარებზე, საუკეთესო ევროპული ტრადიციების მიხედვით. ასეთი აღჭურვილობისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. კომპანიაში იბეჭდება ნებისმიერი სირთულის ეტიკეტები, სხვადასხვა მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
ეტიკეტის გამოსახულების ფერთა გამა, მისი კონტრასტულობა და სხვადასხვა ტექნოლოგიებით კომბინირებულად დამუშავება დამოკიდებულია შემკვეთის სურვილსა და ფანტაზიაზე.
ჩვენი სპეციალისტები მრავალწლოვანი გამოცდილების ხარჯზე, ისე დაამუშავებენ თქვენი ღვინის ეტიკეტის დიზაინს წარმოებაში გასაშვებად, რომ მასში სრულად აისახება თქვენი ნებისმიერი თამამი ჩანაფიქრი. საწარმოო პროცესის განხორციელება შესაძლებელია ერთ ციკლში, რაც ერთ კონკრეტულ ეტიკეტზე, დღეს არსებული ყველა მოწინავე ტექნოლოგიის განხორციელების საშუალებას იძლევა:


- სხვადასხვა ფერთა გამის მქონე საღებავის დადება.
- სხვადასხვა ფერთა გამის მქონე სქრინ-ლაქის დადება.
- სხვადასხვა ფერის, ლუმინესენციის ეფექტის მქონე საღებავევისა და ლაქების დატანა.
- ყველა არსებული ტექნოლოგიითა და მეთოდით ბეჭვდა.
- 3D ეფექტის მქონე, უახლესი ტექნოლოგიით ბეჭდვა, რომრლიც რეგიონში მხოლოდ ჩვენს კომპანიაშია დანერგილი. მას პირობითად რელიეფური ბეჭდვა დავარქვით. მისი არსი იმაში მდგომარებს, რომ ეტიკეტზე სამ განზომილებიანი, სივრცითი ელემენტის (ორნამენტი, ლოგო, ფიგურა...) დატანა არა მხოლოდ აქამდე არსებული ტრადიციული მეთოდებითა და ტექნოლოგიებით („ემბოსინგი“, „სკინ პრინტი“, „გოლდ პრესი“), არამედ მარცვლოვანი (ცვარისებური) რელიეფური მეთოდით ხორციელდება. არსებულ პროცესში გამოიყენება უახლესი მასალები და კომბინირებული ტექნოლოგიები, რომელსაც რეგიონში ექსკულზიურად ფლობს მხოლოდ ჩვენი კომპანია და მზად არის თქვენს პრემიუმ კლასის ნაწარმს განუმეორებელი შარმი და მიმზიდველობა შესძინოს.
- რელიეფური ამობურცვა (კონგრევი), გამოყენებაშია როგორც მეტალის, აგრეთვე კომპოზიტური მასალებისაგან შექმნილი პრეს ფორმები.
- ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ბარხატის, აგრეთვე სხვადასხვა ფერის პრიალა, გლუვი და რელიეფური ზედპირების მქონე უმაღლესი ხარისხის („ფოლგების“) დაპრესვა.
- დაპრესილ მასალაზე განმეორებითი ბეჭდვა, დაპრესვა, ან სხვა ტექნოლოგიების დატანა.
- ნებისმიერი დიზაინის კვეთა. გამოყენებაშია ფურცლოვანი და თვითწებვადი ქაღალდების როგორც სწორკუთხოვანი აგრეთვე არასწორკუთხოვანი ფორმებით კვეთა.
- გადახვევა (დაკომპლექტება).
- და ა.შ..

მრავალწლიანმა თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება შეგვერჩია ნედლეულისა და მაკომპლექტებელი მასალების ისეთი მომწოდებლები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით დაიმკვიდრეს პროფესიონალური რეპუტაცია და არსებულ დარგში დღემდე ინარჩუნებენ უდავო ლიდერების პოზიციებს.
ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფლექსო ლეიბელსი წარმოებაში იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს და მასალებს, მაგრამ სამყაროში ტექნოლოგიები მყისიერად ვითარდება, ამიტომ ბაზრის კონიუნქტურა თავად გვკარნახობს მკაცრ მოთხოვნებს, რისთვისაც ახალი, მაღალხარისხიანი ნედლეულისა და მასალების მოძიება ჩვენი ყოველდღიურობის მუდმივ საზრუნავს წარმოადგენს.
გამოყენებაშია მხოლოდ უმაღლესი კლასის სხვადასხვა ტიპის კონფიგურაციისა და რელიეფის მქონე საბეჭდი მასალა, რაც ეტიკეტს განუმეორობლობასა და დაცულობის მაღალ ხარისხს სძენს:
- გლუვი ზედაპირის მქონე ქაღალდის ფართო ასორტიმენტი.
- რელიეფური ზედაპირის მქონე ქაღალდის ფართო ასორტიმენტი.
- ფირისებური საბეჭდი მასალა.
- პოლიპროპილენის საეტიკეტო მასალის ფართო ასორტიმენტი.
- ნატურალური მეტალის საეტიკეტო მასალის ფართო ასორტიმენტი.
- მეტალიზირებული ზედაპირის მქონე ქაღალდის ფართო ასორტიმენტი.
- ნატურალური ხის ფაქტურის მქონე საეთიკეტო მასალის ფართო ასორტიმენტი.
- ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, თეთბერის და სხვადასხვა ფერთა გამის მქონე დასაპრესი ფოლგების ფართო ასორტიმენტი.
- და ა.შ.
- ფლექსო ლეიბელსი მუდმივად ზრუნავს თავის კლიენტებთან ურთიერთობის კომფორტზე. ამიტომ შეკვეთის შესრულების ვადის ოპიმიზაციის მიზნით, ბეჭდვისათვის აუცილებელი კომპონენტების აბსოლუტური უმრავლესობა, მცირედი გამონაკლისის გარდა მზადდება ადგილზე, ჩვენსავე საამქროებსა და ლაბორატორიაში.



- გამოყენებული მასალები.

ჩვენი პარტნიორები

Chateau MukhraniKindzmarauli MaraniBatono