Flexo Labels

პროდუქცია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამედროვე ბაზრის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას პროდუქციის ვიზუალური სახე წარმოადგენს. შინაარსობრივი დატვირთვის გარდა სწორედ ეტიკეტი გახლავთ ის საშუალება, რომელიც იზიდავს პოტენციალურ მყიდველს და აძლევს შესაძლებლობას გამყიდველს გახადოს თავისი პროდუქცია საყოველთაოდ აღიარებული, ცნობადი ბრენდი.

ჩვენს საწარმოში გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნებისმიერი სირთულის ეტიკეტის საუკეთესო ხარისხით ბეჭდვის საშუალებას იძლევა. ჩვენთან, პროდუქცია მზადდება მაღალტექნოლოგიური და მრავალსექციური უნიკალური კომპლექტაციის, პრემიუმ კლასის დანადგარებზე, საუკეთესო ევროპული ტრადიციების მიხედვით.

ბეჭდვისას გამოიყენება უმაღლესი კლასის, სხვადასხვა ტიპისა და რელიეფის მქონე საბეჭდი მასალა, ხოლო პროცესი ხორციელდება დღეს არსებული ყველა მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენნებით, ერთ საწარმოო ციკლში, რაც თქვენს ეტიკეტს განუმეორობლობასა და დაცულობის მაღალ ხარისხს სძენს.

ბრენდული სერიების განსაკუთრებული ეტიკეტებისათვის გთავაზობთ 3D ეფექტისა და სხვა უნიკალური ტექნოლოგიებით, კომბინირებულად ბეჭდვის შესაძლებლობებს, რომელსაც რეგიონში ექსკულზიურად ფლობს მხოლოდ ჩვენი კომპანია. ასეთი კატეგორიის ეტიკეტი ხაზს უსვამს პროდუქტის ელიტარულობას და თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს გაყალბების შესაძლებლობას.

კომპანიის სპეციალისტები მრავალწლოვანი გამოცდილების ხარჯძე, ისე დაამუშავებენ თქვენს მიერ შერჩეული ეტიკეტის დიზაინს წარმოებაში გასაშვებად, რომ მასში სრულად აისახება თქვენი ნებისმიერი თამამი ჩანაფიქრი.

ჩვენი კლიენტებისთვის ნებისმიერი სახის კონსულტაციები უფასოა, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და აირჩიეთ პროფესიონალები!

ჩვენი პარტნიორები

WineManTelianiValleyDWC